უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან 1 წლის შემდეგ, ოპოზიციაში დემონსტრაციების გაგრძელების განსხვავებულ ვერსიებს განიხილავენ - პროტესტის გაგრძელების რომელ ვერსიებს განიხილავენ ხელისუფლების ოპონენტები - Palitra News

უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან 1 წლის შემდეგ, ოპოზიციაში დემონსტრაციების გაგრძელების განსხვავებულ ვერსიებს განიხილავენ - პროტესტის გაგრძელების რომელ ვერსიებს განიხილავენ ხელისუფლების ოპონენტები

2025-12-01 15:45:33+04:00

უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან 1 წლის შემდეგ, ოპოზიციაში დემონსტრაციების გაგრძელების განსხვავებულ ვერსიებს განიხილავენ. ხელისუფლების ოპონენტთა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ პარლამენტთან აქციები უწყვეტად უნდა გაგრძელდეს - ამასთანავე, ოპოზიციაში არც იმას გამორიცხავენ, რომ სამომავლოდ გაერთიანდნენ, რადგან, მათივე შეფასებით, „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირება ერთობლივი ძალებით უფრო ეფექტური იქნება. განსხვავებული შეფასება აქვთ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს - ყოფილი პრემიერის პოლიტიკურ გაერთიანებაში თვლიან, რომ ქუჩის პროტესტის დრო ამოიწურა და ხელისუფლების რეალური დამარცხება ახლა მხოლოდ პოლიტიკურ ველზეა შესაძლებელი. როგორია ოპოზიციის გეგმები და პროტესტის გაგრძელების რომელ ვერსიებს განიხილავენ ხელისუფლების ოპონენტები.