თინა ბოკუჩავა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მოუწოდებს, რომ პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი წარმოებაში არ მიიღოს და დაუშვებლად ცნოს - რას აცხადებენ მმართველ გუნდში - Palitra News

თინა ბოკუჩავა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მოუწოდებს, რომ პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი წარმოებაში არ მიიღოს და დაუშვებლად ცნოს - რას აცხადებენ მმართველ გუნდში

2025-12-01 15:47:43+04:00

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მოუწოდებს, რომ პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი წარმოებაში არ მიიღოს და დაუშვებლად ცნოს.

როგორც ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული ოცნების“ სარჩელი დაუსაბუთებელია და მტკიცებულების მინიმალურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. მისივე განმარტებით, თუ სასამართლო სარჩელს წარმოებაში მაინც მიიღებს, „ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე არ ჩატარდეს. ამ საკითხს გამოეხმაურნენ როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები