ანიტა ჰიპერი - ველით სწრაფ, გამჭვირვალე და სანდო გამოძიებას დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ბრალდებებთან დაკავშირებით - Palitra News

ანიტა ჰიპერი - ველით სწრაფ, გამჭვირვალე და სანდო გამოძიებას დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ბრალდებებთან დაკავშირებით

2025-12-01 16:21:20+04:00

ჩვენც ახლახან ვნახეთ მედიაცნობები დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. თუ ეს დადასტურდა, მიუღებელი იქნება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერმა BBC-ის საგამოძიებო სტატიასთან დაკავშირებით, „ევროსკოპის“ მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ასე რომ, ველით სწრაფ, გამჭვირვალე და სანდო გამოძიებას ამ ბრალდებებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, გამოცემა BBC-მ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ BBC-ის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.