შალვა პაპუაშვილი - ჰიბრიდული ომის ტაქტიკაა და იარაღად არის გამოყენებული BBC-ის სიუჟეტი - სასარგებლო პროცესიც არის, რადგან ბოლომდე იშიფრება ყველა - აგენტიც და დავალებების მიმცემებიც - Palitra News

შალვა პაპუაშვილი - ჰიბრიდული ომის ტაქტიკაა და იარაღად არის გამოყენებული BBC-ის სიუჟეტი - სასარგებლო პროცესიც არის, რადგან ბოლომდე იშიფრება ყველა - აგენტიც და დავალებების მიმცემებიც

2025-12-01 19:35:51+04:00

ჰიბრიდული ომის ტაქტიკებია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენება და, მათ შორის, ზუსტად BBC-ის სიუჟეტი და სიყალბე, რომელიც სიუჟეტით იყო აწყობილი, სწორედ ამას ემსახურება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა BBC-ის სიუჟეტთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პაპუაშვილის შეფასებით, „სიუჟეტით გამოჩნდა, ვინ მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ“.

“ვფიქრობ, რომ ერთ სიუჟეტზე უფრო მნიშვნელოვანი არის ის, თუ რა გამოჩნდა ამ სიუჟეტის გამოქვეყნების შემდეგ. ჩვენ პირდაპირ დავინახეთ სქემა, თუ როგორ ორკესტრირდება ცრუ ნარატივების გავრცელება. პირდაპირ ვხედავთ ერთი მხრივ, გარე დავალებების მიმცემები და მეორე მხრივ, ქვეყნის შიგნით აგენტები როგორ ერთიანად, ორკესტრირებულად ამუშავდნენ ცრუ ნარატივების გასავრცელებლად, რაც, საერთო ჯამში, სასარგებლო პროცესიც არის იმიტომ, რომ ბოლომდე იშიფრება ყველა - აგენტიც და მისთვის დავალებების მიმცემებიც.

დღეს ზუსტად დავინახეთ, სახელებით, გვარებითა და სახეებით ვიხილეთ ისინი, ვინც საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ.

ამან აჩვენა ზუსტად, რომ ეს არის ჰიბრიდული ომის ტაქტიკები, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენება და, მათ შორის, ზუსტად ეს სიუჟეტი და ის სიყალბე, რომელიც ამ სიუჟეტით იყო აწყობილი, სწორედ ამას ემსახურება. ეს არის ჰიბრიდული ომის ტაქტიკა და ამ შემთხვევაში იარაღად არის გამოყენებული BBC-ის სიუჟეტი, თუმცა დამკვეთები და მათი მიზნები ძალიან კარგად გამოჩნდა იმ გამოხმაურებებით და გარშემო არსებული იმ ვითარებით, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ამ სიუჟეტში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.