,,ქართული ოცნება’’ BBC - წინააღმდეგ - Palitra News

,,ქართული ოცნება’’ BBC - წინააღმდეგ

2025-12-01 21:23:12+04:00

,,ქართული ოცნება’’ BBC - წინააღმდეგ. მმართველი პარტია მედიასაშუალებას ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებს და საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც. ხელისუფლების წარმომადგენლები გამოცემის მიერ მომზადებული სტატიის პასუხად, სადაც საქართველოში საპროტესტო აქციებზე, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის გამოყენებაზეა საუბარი, აცხადებენ, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და მტკიცებულებებით გამყარებული არ არის. ქართული ოცნების განცხადების თანახმად, მედიასაშუალების მიერ წყაროდ დასახელებული პირები დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენენ და მათი მონათხრობი ობიექტურ რეალობას არ ასახავს. არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტივისტები და ხელისუფლების ოპონენტები კი, გასული წლის საპროტესტო აქციებს იხსენებენ. ოპოზიცია დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედებას მოითხოვს.