ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობაში ბრალდებულმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლოს გადაწვის გადაწყვეტილების მოტივი ახსნა და სასამართლო სხდომაზე დეტალურად განმარტა, რა გზების გამოყენებით სურდა გეგმის სისრულეში მოყვანა - Palitra News

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობაში ბრალდებულმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლოს გადაწვის გადაწყვეტილების მოტივი ახსნა და სასამართლო სხდომაზე დეტალურად განმარტა, რა გზების გამოყენებით სურდა გეგმის სისრულეში მოყვანა

2025-12-01 21:24:53+04:00

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობაში ბრალდებულმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლოს გადაწვის გადაწყვეტილების მოტივი ახსნა და სასამართლო სხდომაზე დეტალურად განმარტა, რა გზების გამოყენებით სურდა გეგმის სისრულეში მოყვანა. ლელო-ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი წევრი ფაქტს აღიარებს, თუმცა მისთვის წარდგენილი ბრალდების ფორმულირებას არ ეთანხმება. განმარტავს, რომ ჩანაფიქრის განხორციელება მხოლოდ პროტესტის გამოსახატად სურდა და მისი თვითმიზანი ტერორისტული აქტის ჩადენა არ ყოფილა. საკუთარ სიტყვაში ელისაშვილმა ბოდიში მოუხადა თანაგუნდელებსაც, სასამართლოზე გამოხატული ემოციები კი სიბრაზით ახსნა. ლელო-ძლიერი საქართველოს წევრები თანაპარტიელის პროტესტის ამ ფორმას არ იზიარებენ, აღნიშნავენ, რომ ელისაშვილის ნაბიჯმა პარტიის ინტერესები დააზიანა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ქმედება წახალისებული ექსტრემიზმის შედეგად შეაფასეს მმართველ გუნდში.