„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მოუწოდებს, პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი წარმოებაში არ მიიღოს და დაუშვებლად ცნოს. პარტიაში განმარტავენ, რომ „ქართული ოცნების“ სარჩელი დაუსაბუთებელია და მტკიცებულების მინიმალურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. მმართველი გუნდი თინა ბოკუჩავას განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლად აფასებს. ქართული ოცნების წარმომადგენლების თქმით, გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი ინსტიტუცია, კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით, მსჯელობისა და მოსარჩელე მხარის არგუმენტების გაცნობის შემდეგ, ყოველგვარი გავლენების გარეშე მიიღებს. თემაზე სასაუბროდ ღია ეთერში მაგდა ბლუაშვილი შემოგვიერთდა.