როგორ კონფიგურირდება ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების ხედვა და გეგმები საპროტესტო აქციების მომავალთან დაკავშირებით?! - Palitra News

როგორ კონფიგურირდება ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების ხედვა და გეგმები საპროტესტო აქციების მომავალთან დაკავშირებით?!

2025-12-01 21:27:22+04:00

როგორ კონფიგურირდება ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების ხედვა და გეგმები საპროტესტო აქციების მომავალთან დაკავშირებით?! - იდეები ჩამოყალიბების პროცესშია, აზრები კი კვლავ გაყოფილი. პოლიტიკური მხარეები თანხმდებიან, რომ პროტესტის დაწყებიდან 1 წლის შემდეგ, სიახლეები აუცილებელია, თუმცა რა ფორმით და როგორ უნდა გაგრძელდეს წინააღმდეგობა - კონკრეტული პასუხი არ არსებობს. ნაწილს, ქუჩის პროტესტის ეფექტიანობის სჯერა, ნაწილი კი გამოსავალს კონსოლიდაციასა და ერთობაში ხედავს. პარლამენტში დაბრუნებული გახარია-საქართველოსთვის გუნდისთვის კი - საპროტესტო აქციებმა საკუთარი დრო ამოწურა, ქართული ოცნების დამარცხებას კი პოლიტიკური ველიდან, კერძოდ, საპარლამენტო ტრიბუნებიდან განაგრძობენ.