იქნება თუ არა მიმდინარე კვირა დიპლომატიისთვის გადამწყვეტი, მხარეებს შორის შეთანხმება კი მიღწეული?! მოლაპარაკებების პროცესი აქტიურ ფაზაშია, თუმცა სამშვიდობო გეგმის პროექტზე, შეთანხების კონტურები ჯერ არ გამოკვეთილა. უცხოური მედიის ინფორმაციით, აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის, ფლორიდაში გამართული შეხვედრისას, უკრაინაში ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლო დრო და რუსეთსა და უკრაინას შორის ტერიტორიების გაცვლის პერსპექტივა განიხილეს. მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპი მოსკოვში იქნება. აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი ვლადიმერ პუტინს ხვალ შეხვდება. ომის დასრულების პროცესში აშშ-ის როლს დადებითად აფასებს ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, მოლაპარაკებებს კონსტრუქციული დინამიკა ჰქონდეს და ყველა საკითხი უკრაინის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფაზე მკაფიო ფოკუსირებით განიხილებოდეს.