„ჩვენ მოგვწამლეს” - ამ ლოზუნგით პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა - Palitra News

„ჩვენ მოგვწამლეს” - ამ ლოზუნგით პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა

2025-12-02 09:19:27+04:00

„ჩვენ მოგვწამლეს” - ამ ლოზუნგით პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტებმა საკანონმდებლო ორგანოსთან სიმბოლურად ფერადი კვამლი გაუშვეს, რითაც BBC-ის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას გამოეხმაურნენ. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს, ისინი რუსთაველის მეტროს მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. ერთ წელზე მეტია აქციის მონაწილეები ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასა და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. დემონსტრანტებს საკანონმდებლო ორგანოს წინ გაშლილი ჰქონდათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.