“ნაციონალური მოძრაობა” საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართავს, არ მიიღონ სარჩელი წარმოებაში, რომელიც ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს - Palitra News

“ნაციონალური მოძრაობა” საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართავს, არ მიიღონ სარჩელი წარმოებაში, რომელიც ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს

2025-12-02 09:20:27+04:00

“ნაციონალური მოძრაობა” საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართავს, არ მიიღონ სარჩელი წარმოებაში, რომელიც ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. პარტიაში ფიქრობენ, რომ ქართული ოცნების მიზანი ქვეყანაში საბოლოოდ დიქტატურის გაფორმებაა. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას, ნაციონალური მოძრაობის გარდა, სხვა ოპოზიციური პარტიებიც ემიჯნებიან. მათი აზრით, მმართველი პარტიის ინიციატივა სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა, საქართველოში შეზღუდოს კრიტიკული აზრი და გაწმინდოს პოლიტიკური ველი ოპონენტებისგან.

პარლამენტის 88 წევრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის დადგენისა და აკრძალვის საკითხზე მიმართავს.