კომუნიკაციების კომისიამ და მედიალაბმა ახალგაზრდებისთვის მესამედ გამოცხადებული მედიაწიგნიერების გლობალურ ჰაკათონში გამარჯებულები დააჯილდოვეს. ჰაკათონი UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში ჩატარდა, რომლის ძირითად თემებს ხელოვნური ინტელექტი, დეზინფორმაცია, ციფრული წიგნიერება და კიბერუსაფრთხოება წარმოადგენდა. ღონისძიების ფარგლებში კომპეტენტურმა ჟიურიმ 3 გამარჯვებული გუნდი გამოავლინა, რომელთაც ComCom-მა 5000, 3000 და 1000 ლარი გადასცა. ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა 2დღის განმავლობაში მენტორებთან ერთად საკუთარი სტარტაპ იდეების დახვეწასა და პროდუქტის წარდგენაზე იმუშავეს.