„საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა - Palitra News

„საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

2025-12-02 09:25:44+04:00

„საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე იმერეთის რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. გიგლა თამაზაშვილმა სამელიორაციო სამუშაოების დაგეგმვის პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქუთაისში მაშველის არხის რეაბილიტაციის აუცილებლობის საკითხზე. 2012-2024 წლებში იმერეთში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, წყალ უზრუნველყოფილია 12075 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, სარწყავი წყლის მიწოდება 15 270 ჰექტარზე გაუმჯობესდა, ხოლო დრენირებული მიწის ფართობმა 3385 ჰექტარი შეადგინა.