ირაკლი კობახიძე - ALDE იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთ ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა სასამართლოს შენობაში, თუმცა სიყალბეზე დაყრდნობით ცდილობს, აქცენტები გადაიტანოს - ეს მეტყველებს მათ ტრაგიკულ მდგომარეობაზე - Palitra News

ირაკლი კობახიძე - ALDE იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთ ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა სასამართლოს შენობაში, თუმცა სიყალბეზე დაყრდნობით ცდილობს, აქცენტები გადაიტანოს - ეს მეტყველებს მათ ტრაგიკულ მდგომარეობაზე

2025-12-02 12:01:23+04:00

ALDE იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთ ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა თბილისის ცენტრში, სასამართლოს შენობაში, თუმცა სიყალბეზე დაყრდნობით ცდილობს აქცენტები გადაიტანოს, რაც მეტყველებს იმ ტრაგიკულ მდგომარეობაზე, რომელიც ამ კონკრეტულ ევროპულ პარტიაშია შექმნილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც BBC-ის საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით, ALDE-ს განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ეს არის მარტივი კოორდინირებული სქემა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ.

„მარტივი სიყალბე გაავრცელეს. ALDE, მე მგონი, იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთ ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა თბილისის ცენტრში, სასამართლოს შენობაში. ამაზე უნდა წუხდეს ALDE და ამ დროს ყურადღების გადატანის მცდელობა აქვთ იმ სიყალბის გამოყენებით, რომელიც გავრცელდა ერთ-ერთი „ფეიკ ტელევიზიის“ მხრიდან. ეს მეტყველებს იმ ტრაგიკულ მდგომარეობაზე, რომელიც ამ კონკრეტულ ევროპულ პარტიაშია შექმნილი,“ - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, „ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება“ ALDE Party-იმ განაცხადა, რომ „ევროპელი ლიბერალები აღშფოთებულები არიან დღევანდელი BBC-ის გამოძიებით“.

ALDE აღნიშნავს, რომ მხარს უჭერს წევრ პარტიებსა და ოპოზიციას, რომელიც დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს.

„მოვუწოდებთ პარტნიორებს, შეზღუდონ აღჭურვილობის გადაცემა, რომლის გამოყენებაც შესაძლოა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მოხდეს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.