„ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება“, ALDE პარტნიორებს იმ აღჭურვილობის გადაცემის შეზღუდვისკენ მოუწოდებს - Palitra News

„ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება“, ALDE პარტნიორებს იმ აღჭურვილობის გადაცემის შეზღუდვისკენ მოუწოდებს

2025-12-02 12:25:07+04:00

„ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება“, ALDE პარტნიორებს იმ აღჭურვილობის გადაცემის შეზღუდვისკენ მოუწოდებს, რომელიც შესაძლოა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენონ. გავრცელებულ განცხადებაში პარტია BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე მომზადებულ სტატიაზე შეშფოთებას გამოხატავს და დასძენს, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერების გამოყენება ფუნდამენტურ უფლებებზე თავდასხმას წარმოადგენს. ალდეს კრიტიკა მიუღებელია მმართველი პარტიისთვის. ხელისუფლება ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანებისგან ადამიანის უფლებების დარღვევებზე მითითებას არასამართლიანად მიიჩნევს, მაშინ როცა, მათივე თქმით, ალდეს წევრი ალეკო ელისაშვილი ტერორიზმის მცდელობაშია ბრალდებული და ამაზე პარტიას ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. რას წერს ალდე განცხადებაში და განცხადების რა ნაწილია მმართველი გუნდისთვის მიუღებელი?!