გივი მიქანაძემ საზოგადოებას და მთავრობის წევრებს, ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარუდგინა - რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება განათლების მინისტრმა - Palitra News

გივი მიქანაძემ საზოგადოებას და მთავრობის წევრებს, ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარუდგინა - რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება განათლების მინისტრმა

2025-12-02 12:26:23+04:00

საქართველოს ხელისუფლება განათლების რეფორმაზე მუშაობას განაგრძობს. განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ საზოგადოებას და მთავრობის წევრებს, ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარუდგინა. როგორც პრეზენტაციისას ითქვა, დოკუმენტი რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად მომზადდა. განიმარტა, რომ განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი ახალ მიდგომებსა და ღირებულებებს დაეფუძნა, კერძოდ, პატრიოტულ და ეროვნულ სულისკვეთებას.

მინისტრის თქმით, სასკოლო რეფორმა ყოვლისმომცველი იქნება და იმ გამოწვევებს უპასუხებს, რომლებიც განათლების სისტემაში არსებობს. მიქანაძემ ამ მხრივ, 8 გამოწვევა დაასახელა და საზოგადოებას მათი გადაჭრის გზები გააცნო. მთავრობის ხედვა, აღმზრდელობითი სწავლების დანერგვას და სწავლებისას, შემოქმედებითობისა თუ ინტერაქციის დეფიციტის შევსებას მოიცავს. რეფორმის ნაწილია, სასკოლო ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებაც. საუბარი შეეხო 11 კლასიან სასწავლო პროცესზე გადასვლასაც.