ფლორიდაში უკრაინელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებს შორის ორდღიანი მოლაპარაკების შემდეგ, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ, მოსაზრებებს ახლა უკვე ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელ სტივ უიტკოფი გაცვლიან. სავარაუდოდ, შეხვედრას დაესწრება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერიც, რომელიც დიპლომატიურ მოლაპარაკებებში გარე მრჩევლის ფუნქციას ასრულებს. აუდიენცია დღეს უნდა შედგეს, მხარეები მოსკოვში იმყოფებიან. დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა განხილვის პროცესშია, თუმცა აშშ-ის ძალისხმევით კმაყოფილია ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კორექტირებული გეგმა ახლა უკეთ გამოიყურება, ვიდრე აქამდე. როგორც ზელენსკი ამბობს, კვლავ პრობლემური რიგი პუნქტები. რა ეტაპზეა სამშვიდობო გეგმაზე მუშაობის პროცესი რა მოლოდინები აქვთ მსოფლიო ლიდერებს რუსეთის მოლაპარაკებებში ჩართვასთან დაკავშირებით?!