რა ცვლილებები ამოქმედდება განათლების სისტემაში მომავალი წლიდან - Palitra News

რა ცვლილებები ამოქმედდება განათლების სისტემაში მომავალი წლიდან

2025-12-02 13:54:43+04:00

რა ცვლილებები ამოქმედდება განათლების სისტემაში უკვე მომავალი წლიდან. როგორც ცოტა ხნის წინ, განათლების რეფორმის პრეზენტაციისას გახდა ცნობილი, შემდეგი წლიდან, სკოლაში შესვლის შესაძლებლობა მხოლოდ იმ ბავშვებს ექნებათ, ვისაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება. როგორც განათლების მინისტრმა ახსნა, გამოვლინდა, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც სკოლაში შედიან, უჭირთ სოციალურ-ემოციური ფონიდან და მზაობიდან გამომდინარე სასწავლო პროცესში სრული ინტეგრირება, რის გამოც სასკოლო ასაკი გაზარდეს. გარდა ამისა, განათლების სამინისტრო სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვას გეგმავს. შემუშავდება შესაბამისი წესი და დაინერგება სტანდარტი, რომ დაცული იყოს ბალანსი რათა არც სასწავლო პროცესი დაზიანდეს და არც ბავშვს მშობელთან, ან მისთვის საინტერესო ადამიანთან კომუნიკაციის შესაძლებლობა ჰქონდეს. 2-3 წლის განმავლობაში ყველა სასკოლო სახელმძღვანელოს შევცვლა იგეგმება და სამინისტრო აიღებს პასუხისმგებლობას დაწეროს სახელმძღვანელოები. კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ შემდეგი სასწავლო წლიდან, საჯარო სკოლებში, პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულოდ ბრუნდება. აქვე განათლების მინისტრი ამბობს, რომ გათვალისწინებული იქნება სოციალურად დასუველი მოსახლეობის საჭიროებები და ყველას, ვისი მდგომარეობაც 60 ათასი ქულით ან უფრო ნაკლებით არის შეფასებული, სახელმწიფო ამ თვალსაზრისით დამხარებას გაუწევს.