„ქართული ოცნების“ მტკიცებით BBC- ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა აბსოლუტური ტყუილია. სახელისუფლებო გუნდი ე.წ „კამიტის“, გამოყენებას უარყოფს, უფრო მეტიც, შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ამბობს, რომ უწყებას ის არასდროს შეუსყიდია. დღეს სუს-ის წარმომადგენლები გამოკითხვაზე დაბარების მიზნით ციციშვილის კლინიკაში მივიდნენ ექიმ კონსტანტინე ჩახუნაშვილთან. ის ერთ-ერთია იმ რესპონდენტებს შორის, რომელზე დაყრდნობითაც BBC-იმ საქართველოს შესახებ ფილმი გაავრცელა. როგორც ცნობილია, გამოიკითხება მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურიც. ოპოზიცია საერთაშორისო გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს. ოპონენტები პასუხს ითხოვენ კითხვაზე: რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პოლიცია მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ.