განათლების სამინისტრო სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვას გეგმავს - კიდევ რა სიახლეებს აანონსებს სამინისტრო და რა გამოხმაურებები მოჰყვა ახალ ინიციატივებს - Palitra News

განათლების სამინისტრო სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვას გეგმავს - კიდევ რა სიახლეებს აანონსებს სამინისტრო და რა გამოხმაურებები მოჰყვა ახალ ინიციატივებს

2025-12-02 15:40:57+04:00

განათლების სამინისტრო სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვას გეგმავს. მომდევნო სასწავლო წლიდან, საჯარო სკოლებში, პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით, კი სასკოლო ფორმების სავალდებულოდ დაბრუნებას აანონსებს. როგორც დღეს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა, 2-3 წელიწადში სკოლებში ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება. შეძლებენ თუ არა მოსწავლეები 11 წლიანი სწავლებისას სრული პროგრამის დაძლევას - უწყების ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ ამ დროში ახალგაზრდების სრულფასოვანი ზოგადი განათლებით უზრუნველყოფა შესაძლებელია. სიახლე იქნება ე.წ. რეპეტი ტორიუმიც, რომელის თანახმადაც მე-11 კლასში მოსწავლეები მხოლოდ იმ საგნებს ისწავლიან, რაც გამოცდებზე უნდა ჩააბარონ. განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაცია ცოტნე შაორშაშემ მოისმინა. ცოტნე რა სიახლეებს აანონსებს სამინისტრო და რა გამოხმაურებები მოჰყვა ახალ ინიციატივებს.