მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა, აბსოლუტური ტყუილია. „ქართულ ოცნებაში“ ე.წ „კამიტის“ გამოყენებას უარყოფენ - მეტიც, შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე ამბობს, რომ სამინისტროს ეს ნივთიერება არასდროს შეუსყიდია. დღეს სუს-ის წარმომადგენლები ექიმ კონსტანტინე ჩახუნაშვილის გამოკითხვაზე დაბარების მიზნით ციციშვილის კლინიკაში იმყოფებოდნენ. ის ერთ-ერთია იმ რესპონდენტებს შორის, რომლებზე დაყრდნობითაც, BBC-მ საქართველოს შესახებ ფილმი გაავრცელა. როგორც ცნობილია, გამოიკითხება შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვახტანგ გომელაურიც. ოპოზიცია საერთაშორისო გამოძიების ჩატარების საჭიროებაზე საუბრობს - ხელისუფლების ოპონენტებს აინტერესებთ, რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ. რა ვერსიებზე საუბრობენ პოლიტიკურ სივრცეში?