ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება საქართველოში საპროტესტო აქციებზე BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გამო შეშფოთებას გამოთქვამს - როგორ აფასებენ საკითხს პოლიტიკოსები? - Palitra News

ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება საქართველოში საპროტესტო აქციებზე BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გამო შეშფოთებას გამოთქვამს - როგორ აფასებენ საკითხს პოლიტიკოსები?

2025-12-02 20:52:39+04:00

ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება საქართველოში საპროტესტო აქციებზე BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ALDE მოუწოდებს პარტნიორებს, რომ შეზღუდონ საქართველოსთვის იმ აღჭურვილობის გადაცემა, რომელიც, შესაძლოა, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული. „ქართული ოცნების“ წევრები ამტკიცებენ, რომ სახეზეა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ კოორდინირებულ სქემა. სამთავრობო გუნდში ასევე ამბობენ, რომ უმჯობესი იქნებოდა, ალდე-ს 4-ხ ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე და ალეკო ელისაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულზე ჰქონოდა რეაგირება.