განათლების სამინისტრო მომავალი რეფორმის ახალ დეტალებს ავრცელებს - უწყება სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვას აპირებს - Palitra News

განათლების სამინისტრო მომავალი რეფორმის ახალ დეტალებს ავრცელებს - უწყება სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვას აპირებს

2025-12-02 20:53:24+04:00

განათლების სამინისტრო მომავალი რეფორმის ახალ დეტალებს ავრცელებს - უწყება სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვას აპირებს. გარდა ამისა, მომდევნო სასწავლო წლიდან, საჯარო სკოლებში, 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით სასკოლო ფორმები სავალდებულო უნდა გახდეს.

როგორც დღეს განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა, 2-3 წელიწადში სკოლებში ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება და სასკოლო განათლებისთვის საჭირო ყველა სახელძღვანელოს შექმნაზე სწორედ განათლების სამინისტრო იმუშვებს.

ასევე სიახლე იქნება ე.წ. რეპეტი ტორიუმიც, რომლის თანახმადაც, მე-11 კლასში მოსწავლეები მხოლოდ იმ საგნებს ისწავლიან, რომელიც გამოცდებზე უნდა ჩააბარონ.