სამეგრელოს პოლიციამ დიდი რაოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 2 პირი. სამართალდამცველებმა ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, მათ შორის: 2 ავტომატური იარაღი, პისტოლეტი, მცირეკალიბრიანი შაშხანა, ხელყუმბარა და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 777 ვაზნა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ამოღებულია „მარიხუანა“. აღნიშნული დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.