მოსკოვში ვლადიმერ პუტინის, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის შეხვედრა მიმდინარეობს - Palitra News

მოსკოვში ვლადიმერ პუტინის, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის შეხვედრა მიმდინარეობს

2025-12-02 21:23:19+04:00

მოსკოვში ვლადიმერ პუტინის, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის შეხვედრა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ტასი” ავრცელებს.

კერძოდ, კრემლში შეხვედრა დაიწყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერს შორის.

კრემლის ინფორმაციით, შეხვედრის ხანგრძლივობის მკაფიო რეგლამენტი არ არსებობს და იმდენ ხანს გაგრძელდება, “რამდენიც იქნება საჭირო”.