BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე სუსში გამოკითხვაზე დოკუმენტური ფილმის მონაწილე სამოქალაქო აქტივისტები დაიბარეს - Palitra News

BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე სუსში გამოკითხვაზე დოკუმენტური ფილმის მონაწილე სამოქალაქო აქტივისტები დაიბარეს

2025-12-03 09:23:04+04:00

BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე სუსში გამოკითხვაზე დოკუმენტური ფილმის მონაწილე სამოქალაქო აქტივისტები დაიბარეს. ფილმის თანახმად, ხელისუფლებამ გასულ წელს საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა - ოპოზიციაში კი ამ ყველაფერს ავტოკრატიული მმართველობის მორიგ გამოვლინებად აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტები ასევე ამტკიცებენ, რომ საპროტესტო აქციების დროს დარბეული პირების სიმპტომები ნამდვილად აჩენდა იმ ეჭვს, რომ დემონსტრაციების დასარბევად განსხვავებული ნივთიერებები იყო გამოყენებული. ოპოზიციაში საუბრობენ საერთაშორისო გამოძიების ჩატარების საჭიროებაზე, რათა გაირკვეს, თუ რომელ ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პოლიცია მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ. „ქართულ ოცნებაში“ ე.წ „კამიტის“ გამოყენებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ შსს-ს ეს ნივთიერება არასდროს შეუძენია.