ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის გერმანიის წარმომადგენლობამ ალგეთის ეროვნული პარკის რეინჯერებს სახეობათა ტელემეტრიული კვლევის საკითხების გაცნობის მიზნით სპეციალური სწავლება ჩაუტარა - Palitra News

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის გერმანიის წარმომადგენლობამ ალგეთის ეროვნული პარკის რეინჯერებს სახეობათა ტელემეტრიული კვლევის საკითხების გაცნობის მიზნით სპეციალური სწავლება ჩაუტარა

2025-12-03 09:26:50+04:00

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის გერმანიის წარმომადგენლობამ ალგეთის ეროვნული პარკის რეინჯერებს სახეობათა ტელემეტრიული კვლევის საკითხების გაცნობის მიზნით სპეციალური სწავლება ჩაუტარა.

საველე გასვლის ფარგლებში, მონაწილეებმა დაათვალიერეს ლეოპარდის პოტენციური საბინადრო გარემო, სადაც პრაქტიკაში გაეცნენ ტელემეტრიული მონიტორინგის აპარატურის გამოყენების მეთოდებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ალგეთის ეროვნულ პარკში ფოტოხაფანგმა ლეოპარდი დააფიქსირა.