Webster University Tbilisi ამერიკული საერთაშორისო უნივერსიტეტია, რომელიც უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას საქართველოშიც იძლევა. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს აკადემიურ პროგრამებს, რომლებიც მიმართულია გლობალური და საერთაშორისო პერსპექტივების განვითარებაზე, რაც მათ მსოფლიო მასშტაბის გამოწვევებისთვის ამზადებს. Webster University Tbilisi აქტიურად სთავაზობს შემეცნებით პროექტებს დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებსაც. ამ მიზნით ის თითქმის ყოველთვიურად იწვევს მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს პროექტის "ერთი დღე, როგორც ვებსტერის უნივერსიტეტის სტუდენტი" ფარგლებში. უფრო მეტს ამერიკული უნივერსიტეტის ქართული ფილიალის შესახებ ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ.