სამოქალაქო აქტივისტთა რამდენიმე ჯგუფი „იგლ ჰილსის“ გაყიდვების ოფისთან დღეს საპროტესტო აქციას ჩაატარებს - რა მოთხოვნა აქვთ აქციის მონაწილეებს - Palitra News

სამოქალაქო აქტივისტთა რამდენიმე ჯგუფი „იგლ ჰილსის“ გაყიდვების ოფისთან დღეს საპროტესტო აქციას ჩაატარებს - რა მოთხოვნა აქვთ აქციის მონაწილეებს

2025-12-03 12:17:30+04:00

სამოქალაქო აქტივისტთა რამდენიმე ჯგუფი „იგლ ჰილსის“ გაყიდვების ოფისთან დღეს საპროტესტო აქციას ჩაატარებს - მსვლელობის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ამ ფორმით აპროტესტებენ არაბული ქალაქების მშენებლობის პროექტებს თბილისში და გონიოში, რომლებიც, მათივე თქმით, სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს.

პროტესტის მონაწილეები 19 საათზე შეიკრიბებიან კინოთეატრ „რუსთაველის“ შენობასთან, სადაც „იგლ ჰილსის“ ოფისია განთავსებული. სწორედ ეს სივრცე იქნება შეხვედრის ადგილი იმ მოქალაქეებისთვის, ვინც მიიჩნევს, რომ დაგეგმილი მშენებლობები საჯარო ინტერესებთან შეუსაბამოა. უფრო კონკრეტულად რას ამბობენ დაგეგმილი აქციის მონაწილეები.