სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებში შესაწვავად გამოყენებული ზეთის ხარისხის შემოწმების პროცესს აგრძელებს და შემოწმებულ ობიექტებში დარღვევები არ გამოვლინდა. სურსათის ეროვნული სააგენტო კვების ობიექტებში ფრიტურული ზეთის ტემპერატურას, უვნებლობასა და ხარისხს სპეციალური მოწყობილობით რეგულარულად აკონტროლებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით მოწმდება მსხვილი და მცირე ობიექტები. ამ დროისთვის შემოწმებულ ობიექტებში დარღვევები არ გამოვლენილა.