იმერეთის პოლიციამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები შპს „სპენუს ჯგუფში“ ტექნიკოსებად იყვნენ დასაქმებულნი. ისინი „ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის“ ტერიტორიაზე, ასაფრენ ბილიკზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებისათვის განთავსებული სპეცტექნიკიდან, წინასწარი შეთანხმებით, ფარულად დაეუფლნენ 310 ლიტრ საწვავს.
აღნიშნული დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.