მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის შეხვედრა შედგა. აშშ-ის მიერ წარდგენილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე მოსალაპარაკებლად თავდაპირველად ერთმანეთს აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციები ჟენევაში შეხვდნენ. აშშ-უკრაინის მოლაპარაკება 30 ნოემბერს ფლორიდაში გაგრძელდა, თუმცა რა წერია შეთანხმებულ სამშვიდობო გეგმაში, ჯერ საჯაროდ ცნობილი არ არის. როგორ მიმდინარეობს აშშ-ის სამშვიდობო გეგმაზე მუშაობა და რა გადაწყვეტილებები მიიღეს შტატებისა და რუსეთის დელეგაციებმა, ამ თემაზე უფრო ვრცლად ლაკო ვარშანიძე ისაუბრებს.