მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს - Palitra News

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

2025-12-03 12:21:23+04:00

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ამავე ბრალდებით, კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს - გამოძიება მას ასევე ედავება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას.

ამასთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს.

აღნიშნული დანაშულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.