ლაშა ფარულავა - სინამდვილეში, არ არსებობს არც „იგლ ჰილსის“ პროექტი და არც მრავალმილიარდიანი არაბული ინვესტიცია - არსებობს მხოლოდ რუსული ოცნება და „ქოცური“ გეგმა: საქართველო ქართველების გარეშე - Palitra News

ლაშა ფარულავა - სინამდვილეში, არ არსებობს არც „იგლ ჰილსის“ პროექტი და არც მრავალმილიარდიანი არაბული ინვესტიცია - არსებობს მხოლოდ რუსული ოცნება და „ქოცური“ გეგმა: საქართველო ქართველების გარეშე

2025-12-03 15:35:17+04:00

სამოქალაქო აქტივისტთა რამდენიმე ჯგუფი „იგლ ჰილსის“ გაყიდვების ოფისთან დღეს საპროტესტო აქციას გამართავს. მსვლელობის მონაწილეები 19 საათზე კინოთეატრ „რუსთაველის“ შენობასთან, „იგლ ჰილსის“ ოფისთან შეიკრიბებიან და ამ ფორმით კრწანისსა და გონიოში არაბული ქალაქების მშენებლობის პროექტებს გააპროტესტებენ. მოქალაქეების ნაწილი მიიჩნევს, რომ პროექტი სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს. ოპოზიცია ხელისულფებისგან კვლავ არაბული ინვესტიციის ხელშეკრულების პროექტის გაასაჯაროვებს ითხოვს.“სინამდვილეში, არ არსებობს არც „იგლ ჰილსის“ პროექტი და არც მრავალმილიარდიანი არაბული ინვესტიცია. რეალურად, არსებობს მხოლოდ რუსული ოცნება და „ქოცური“ გეგმა: საქართველო ქართველების გარეშე“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმმა ლაშა ფარულავამ.