რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომში საახალწლო ზავის შესახებ საუბარი არ მიმდინარეობს - Palitra News

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომში საახალწლო ზავის შესახებ საუბარი არ მიმდინარეობს

2025-12-03 15:37:12+04:00

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომში საახალწლო ზავის შესახებ საუბარი არ მიმდინარეობს. პერსკოვმა აქვე დასძინა, რომ არასწორია ფორმულირება, რომ პუტინმა აშშ-ის სამშვიდობო გეგმა უარყო . გუშინ, მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის შეხვედრა შედგა. აშშ-ის მიერ წარდგენილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე მოსალაპარაკებლად თავდაპირველად ერთმანეთს აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციები ჟენევაში შეხვდნენ. აშშ-უკრაინის მოლაპარაკება 30 ნოემბერს ფლორიდაში გაგრძელდა, თუმცა რა წერია შეთანხმებულ სამშვიდობო გეგმაში, ჯერ საჯაროდ ცნობილი არ არის.