თამარ ონიანი - ჩემთვის გაუგებარია რატომ ვიყავი დაბარებული, რადგან ძირითადი კითხვები შეეხებოდა იმ ინტერვიუს შინაარსის დადასტურებას, რომელიც საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია - Palitra News

თამარ ონიანი - ჩემთვის გაუგებარია რატომ ვიყავი დაბარებული, რადგან ძირითადი კითხვები შეეხებოდა იმ ინტერვიუს შინაარსის დადასტურებას, რომელიც საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია

2025-12-03 15:40:12+04:00

საქართველოს ხელისუფლება BBC-ის მიერ გასაჯაროებულ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით ბრიტანული კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის მიმართვას გეგმავს. საჭიროების შემთხვევაში კი საერთაშორისო მართლმსაჯულებისთვის. „ქრთული ოცნება“ მიიჩნევს, რომ BBC-ის სიუჟეტი ესმახურება ერთი მხრივ, პროტესტის ხელოვნურად გაღვივებას, და მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლების მიმართ შანტაჟის გაგრძელებას. პარალელურად, საქმეზე გამოკითხვა გრძელდება საგამოძიებო უწყებაში. დღეს მაგისტრატი მოსასამართლის თანდასწრებით გამოძიების კითხვებს კონსტანტინე ჩახუნაშვილმა უპასუხა. ის დავით ჩახუნაშვილის ძმაა, რომელიც ბბს-ის ფილმის ერთ-ერთი რესპონდენტია. ექიმი ამბობს, რომ კითხვები შეეხებოდა ექიმების ჯგუფის მიერ ჩატარებულ კვლევას, კერძოდ, იყო თუ არა კვლევაში საუბარი ნივთიერება „კამიტზე“. როგორც ჩახუნაშვილი ამბობს, ანგარიშში აღნიშნული ნივთიერება ნახსენები არ არის. საგამოძიებო უწყების კითხვებს უპასუხა საიას წარმომადგენელმა თამარ ონიანმაც. როგორც ამბობს, საია-მ საჯარო ინფორმაციის გამოსათხოვი წერილით მიმართა როგორც შსს-ს, ისე ჯანდაცვის სამინისტროს, თუმცა უწყებებისგან არ მიუღია პასუხი კითხვაზე: - რა საშუალებები იყო გამოყენებული დემონსტრანტების წინააღმდეგ. რა კითხვები აქვს საგამოძიებო უწყებას და რა ინფორმაციას ფლობენ საქმეზე გამოსაკითხი პირები?