გავლენიანი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, გასული წლის საპროტესტო აქციების დასაშლელად, სავარაუდოდ, აკრძალული ნივთიერება კამიტი გამოიყენეს, კატეგორიულად უარყოფს მმართველი გუნდი. ქართული ოცნების მტკიცებით, მოსახლეობის წინააღმდეგ ბრომო ბენზილ ციანიდი არც ამჟამინდელი და არც წინამორბედი ხელისუფლების პირობებში არ შეძენილა და არც გამოყენებულა. მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ წყლის ჭავლში ნივთიერება კონკრეტული ნივთიერება გარეული იყო.. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს თუ რა ნივთიერებაზეა საუბარი და არის თუ არა ის აკრძალული. BBC-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. გამოკითხვები მიმდინარეობს, როგორც სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. გამოძიება ინტერესდება იმ რესპონდენტებითაც, რომლებიც ბიბისის ფილმში წყაროებად არიან დასახელებული. ექიმების თქმით, ჩატარებული კვლევა კლინიკურია და მასში არც ქიმიურ იარაღზე ან მოწამვლაზე საუბარი არ ყოფილა. რა ინფორმაცია მიაწოდეს ექიმთა ჯგუფის წევრებმა გამოძიებას და კვლევის რა მიგნებები გამოიყენა BBC-იმ ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში?!