სამოქალაქო აქტივისტთა რამდენიმე ჯგუფი „იგლ ჰილსის“ გაყიდვების ოფისთან დღეს საპროტესტო აქციას მართავენ - Palitra News

სამოქალაქო აქტივისტთა რამდენიმე ჯგუფი „იგლ ჰილსის“ გაყიდვების ოფისთან დღეს საპროტესტო აქციას მართავენ

2025-12-03 20:32:19+04:00

სამოქალაქო აქტივისტთა რამდენიმე ჯგუფი „იგლ ჰილსის“ გაყიდვების ოფისთან დღეს საპროტესტო აქციას მართავენ. მსვლელობის მონაწილეები ყოფილ კინოთეატრ „რუსთაველის“ შენობასთან, „იგლ ჰილსის“ ოფისთან შეიკრიბნენ და ამ ფორმით კრწანისსა და გონიოში არაბული ქალაქების მშენებლობის პროექტებს აპროტესტებენ. ინვესტიციის მოწინააღმდეგენი თვლიან, რომ პროექტის უკან, ქართული ოცნების პირადი ინტერესები და კორუფციული სქემები დგას. ოპონენტები ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვენ. განმარტავენ, რომ საქართველოში არსებული არაერთი გამოწვევის, მათ შორის, დემოგრაფიული პრობლემებისა და სიდუხჭირის ფონზე, ხელშეკრულების გასაიდუმლოება დამატებით ეჭვებს აჩენს. საპროტესტო აქციიდან მაშო დიასამიძე გვიერთდება.