გრიპის ვირუსი აქტიურ ფაზაშია - ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების 20% გრიპის ვირუსზე მოდის - Palitra News

გრიპის ვირუსი აქტიურ ფაზაშია - ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების 20% გრიპის ვირუსზე მოდის

2025-12-03 20:35:45+04:00

გრიპის ვირუსი აქტიურ ფაზაშია - ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების 20% გრიპის ვირუსზე მოდის - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, შესაძლოა, მიმდინარე წელი გრიპით გამოწვეული ინფიცირების მაჩვენებლის მიხედვით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მეტად აქტიური გახდეს. ექიმის თქმით, სასურველია მოქალაქეებმა ვაქცინაციის პუნქტებს დროულად მიმართონ, რადგან შესაძლოა დეკემბრის მეორე ნახევარში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი იმდენად მაღალი იყოს, ინფიცირების თავიდან აცილება რთული აღმოჩნდეს.