სამოქალაქო აქტივისტთა რამდენიმე ჯგუფმა არაბულ კომპანია „იგლ ჰილსის“ გაყიდვების ოფისთან საპროტესტო აქცია გამართა - Palitra News

სამოქალაქო აქტივისტთა რამდენიმე ჯგუფმა არაბულ კომპანია „იგლ ჰილსის“ გაყიდვების ოფისთან საპროტესტო აქცია გამართა

2025-12-04 09:16:49+04:00

სამოქალაქო აქტივისტთა რამდენიმე ჯგუფმა არაბულ კომპანია „იგლ ჰილსის“ გაყიდვების ოფისთან საპროტესტო აქცია გამართა. მსვლელობის მონაწილეები ყოფილ კინოთეატრ „რუსთაველის“ შენობასთან, კომპანიის ოფისთან შეიკრიბნენ და ამ ფორმით კრწანისსა და გონიოში არაბული ქალაქების მშენებლობის პროექტები გააპროტესტეს. ინვესტიციის მოწინააღმდეგენი თვლიან, რომ პროექტის უკან, ქართული ოცნების პირადი ინტერესები და კორუფციული სქემები დგას. ოპონენტები ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვენ. განმარტავენ, რომ საქართველოში არსებული არაერთი გამოწვევის, მათ შორის, დემოგრაფიული პრობლემებისა და სიდუხჭირის ფონზე, ხელშეკრულების გასაიდუმლოება დამატებით ეჭვებს აჩენს.