გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან მოითხოვს, დააბრუნონ გატაცებული უკრაინელი ბავშვები. რეზოლუციას 91-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მათ შორის, საქართველომ. რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნები მოსკოვისგან ითხოვენ, უზრუნველყოს ყველა უკრაინელი ბავშვის დაუყოვნებლივი, უსაფრთხო და უპირობო დაბრუნება, რომლებიც იძულებით გადაიყვანეს ან დეპორტირებულები არიან. გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და მისი სიძე, ჯარედ კუშნერი კრემლში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ.