პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული, ისრაელს გადასცა კიდევ ერთი მძევლის ნეშტით. ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოხდება ნეშტის ამოცნობა, ასევე ჩატარდება გამოძიება სიკვდილის მიზეზებსა და გარემოებებზე. მედიის ცნობით, ღაზის სექტორში კიდევ ორი ისრაელელი მძევლის ცხედარი დარჩა. სამშაბათს ჰამასის მიერ გადაცემული ნეშტი არცერთ მათგანს არ ეკუთვნის. 13 ოქტომბერს ხელი მოეწერა შეთანხმებას ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ. მძევლების გათავისუფლების გარდა შეთანხმება ითვალისწინებს სამხედრო ოპერაციების შეჩერებას, ჰუმანიტარული დახმარების განახლებას და ისრაელის არმიის გაყვანას შეთანხმებულ ხაზზე.