კომპიუტერული წიგნიერების მსოფლიო დღე აღინიშნა თბილისის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. საქართველო-იტალიის ინოვაციების დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების მთავარი მიზანი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით თანამშრომლობის პოპულარიზება იყო. სპიკერებმა - უნივერსიტეტის რექტორმა, იტალიის ელჩმა საქართველოში და სხვებმა ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების გამოცდილებასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.