1. „ბოლოდროინდელი მონაცემები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, ძალიან შემაშფოთებელია, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, სენატორი როჯერ უიკერი, თანათავმჯდომარე ჯო უილსონი და წევრები : სენატორი შელდონ უაით ჰაუსი და სტივ კოენი ავრცელებენ. განცხადებაში კონგრესმენები ახსენებენ, მათივე სიტყვებით ქიმიური თავდასხმების შედეგად დაზარალებულების ჯანმრთელობის ხანგრძლივ გართულებებს და აშშ-ის მთავრობას მოუწოდებენ, გადაამოწმონ ცნობები, პასუხისმგებელ პირებს კი სანქციები დაუწესონ. თემაზე მაგდა ბლუაშვილი მუშაობს. მას პარლამენტიდან ვრთავთ.