მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ 70 წლამდე მამაკაცის ყაჩაღობის ფაქტზე 2 პირი დააკავა - Palitra News

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ 70 წლამდე მამაკაცის ყაჩაღობის ფაქტზე 2 პირი დააკავა

2025-12-04 12:41:39+04:00

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ 70 წლამდე მამაკაცის ყაჩაღობის ფაქტზე 2 პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში, ბრალდებულები თავს დაესხნენ საცხოვრებელ სახლში მარტო მყოფ - 1956 დაბადებულ პირს. მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხა მოსთხოვეს. დაზარალებულს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება და შესაბამისის სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.