საქართველოს შესახებ BBC-ის საგამოძიებო ფილმი კვლავ პოლიტიკური განხილვის თემაა. საგამოძიებო უწყებაში BBC-ის საგამოძიებო მასალის რესპონდენტთა ნაწილი უკვე გამოკითხულია, მათ შორის ექიმები გიორგი, კონსტანტინე და დავით ჩახუნაშვილები. მათი თქმით, მომზადებულ ანგარიშში ქიმიურ იარაღსა და მოწამვლაზე არაფერია ნათქვამია და კვლევის მიზანი პრევენციული ღონისძიებების გატარება იყო. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ინფორმაცია საპროტესტო აქციებზე დემონსტანტების დასაშლელად ნივთიერება „კამიტის გამოყენების თაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება. ახლა სახელისუფლებო გუნდში ინტერესდებიან აპირებს თუ არა ევროპარლამენტატებისა და არასამთავრებო ორგანიზაციების ნაწილის ბოდიში მოიხადოს იმ განცხადებების გამო, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიების გამოყენების თაობაზე კეთდებოდა. და მაინც, რა ნივთიერება გამოიყენებოდა აქციების დასაშლელად? ირაკლი კობახიძის განცხადებიდან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კითხვას პასუხი მას შემდეგ გაეცემა, რაც 2024 წლის აქციების დროს გამოყენებული ფხვნილის ანალიზი ჩატარდება. ოპოზიცია აქვს ეჭვი საქმე რელურ დანაშაულს ეხება. ოპონენტები საერთაშორისო მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ. ცოტნე შაორშაძეს ვრთავთ თემის დეტალებით.