ბათუმში საცხოვრებელი ბინები გაძვირდა. როგორც ქოლიერსი წერს, ან წლის ოქტომბერში, 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი
წინა წელთან შედარებით 16.5%-ით გაიზარდა. დეტალურ ანალიზს თუ ვნახავთ, მიმდინარე წლის ოქტომბერში, ზღვისპირა ქალაქში 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი 1 283 დოლარი იყო, გასული წლის იმავე თვეში კი ფასი 1 101 დოლარს შეადგენდა. კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ 2025 წლის ოქტომბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 14.2%-ით გაიზარდა და 1 625 ერთეული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 26.9%-ით 100 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. იმავე პერიოდში ახალაშენებული ბინების გაყიდვები 14.9%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 6.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 8.2%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 21.8%-იანი ზრდა აღინიშნა