ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ყველაზე მეტად ხილი, პური და ოქროს ნაკეთობები გაძვირდა. საქსტატის ბოლო მონაცემებით, ამ წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8% შეადგინა.
საბაზო ინფლაცია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.6%, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2.3 პროცენტი შეადგინა. ამავე მონაცემების მიხედვით, ნოემბერში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორისაა ხილი, უფრო ზუსტად კი ხილის რამდენიმე სახეობა. ერთი წლის განმავლობაში ფასი გაზრდილია ხორბლის პურზე 21,5%-ით. ოქროს ნაკეთობები კი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 47%-ით არის გაძვირებული. საქასტატის მონაცემებით, გაძვირებასთან ერთად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში პროდუქტების ნაწილზე ფასის კლებაც ფიქსირდება, მათ შორის არის გარკვეული კატეგორიის ბაღჩეული, ბურღულეული და ელექტროტექნიკა.