ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება მთლიანად უარი თქვას რუსული გაზის იმპორტზე, რომელიც უკრაინაში ომამდე ევროპისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი იყო. სწორედ გუშინ იქნა მიღებული შეთანხმება ევროკავშირში, რომლის თანახმადაც რუსული გაზისთვის მილსადნის ონკანი იმაზე ადრე გადაიკეტება, ვიდრე ეს პირველადი ვადებით იყო გათვალისწინებული. ანუ, ევროპარლამენტში ბოლო გადაწყვეტილების ოფიციალურად დამტკიცების შემდეგ, 2027 წლის 1 ნოემბრიდან, რუსული გაზი ევროკავშირის ტერიტორიაზე კანონს მიღმა გამოცხადდება. ხოლო თხევადი გაზის შესწყიდვა უკვე 2027 წლის 1 იანვრიდან აიკრძალება. გადაწყვეტილება, ევროკომისიის პრეზიდენტმა გაახმოვანა, როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, ომის დასაწყისში, ევროკავშირი რუსეთს თვეში ენერგორესურსებისთვის 12 მილიარდ ევროს უხდიდა, ახლა კი მხოლოდ 1,5 მილიარდს უხდის. მათ სურთ, რომ ეს მონაცემი ნულამდე დაიყვანონ. მართალია რუსეთთან გაზის ომში შესვლამ ევროკავშირი მწვავე ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დააყენა, თუმცა მათი REPower გეგმის თანახმად სწრაფად მოხდა ამერიკულ და ყატარის თხევად გაზზე გადართვა და ასევე ენერგეტიკის განახლებადი წაყროების მაქსიმალურად ამოქმედება.