ვროკავშირი სომხეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების დივერსიფიკაციასა და გაძლიერებაში 500 მლნ ევროს ჩადებს, რაც სომხეთსა და საქართველოს შორის ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, რასაც სააგენტო „არმენპრესი“ ავრცელებს. კავკასიის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტის მიზანია, სომხეთისა და საქართველოს ელექტროქსელების სინქრონიზაციის გზით ამიერკავკასიაში ენერგიის ტრანსსასაზღვრო გაცვლის უზრუნველყოფა, რაც რუსეთზე დამოკიდებულებას ამცირებს. ამჟამად სომხეთისა და საქართველოს ენერგოსისტემები სხვადასხვა სინქრონულ ზონაში ფუნქციონირებს. კერძოდ, სომხეთის ქსელი ირანთან, ხოლო საქართველოს ქსელი რუსეთთან არის დაკავშირებული. ამდენად, მათ შორის ელექტროენერგიის გასაცვლელად საჭირო არის ახალი, მუდმივი დენის გადამცემი ხაზის მშენებლობა, რაც არსებულ შეზღუდვებს მოხსნის და ელექტროენერგიით ვაჭრობის წინაპირობებს შექმნის. მართალია, საქართველოსა და სომხეთს შორის 220 და 110 კილოვოლტამდე ძაბვის გადამცემი რამდენიმე ხაზი მოქმედებს, თუმცა ისინი ელექტროენერგიის ეფექტური გაცვლისთვის არასაკმარისია. ამდენად, ამ ეტაპზე ქვეყნებს შორის საზღვარზე მუდმივი დენის ახალი, 400 კილოვოლტამდე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი განიხილება.